Friday, July 30, 2010
Thursday, July 29, 2010
Friday, May 29, 2009
Thursday, May 28, 2009
წერილი მარის
ჩემო ძვირფასო მეგობარო მარო !
მიხარია რომ მალე გავაღწევთ და ავისრულებთ საწადელს.
დიდი მადლობა გადაუხადე სონია ბაბოს , ინდირა ჩამიკოცნე და გულში ჩაიკარ.
ძალიან ძნელია დღევანდელ ვითარებაში ცხოვრება ძვირფასო მარიკა ,
რა დავაშავეთ ჩვენ გიჟებმა ასეთი ბედი რომ გვარგუნა გამჩენმა.
კოხორიდამ მივიღე პასილკა. გიგზავნი შენც ნაწილს ,
თემურის ვატან ბაგაჟნიკზე უდევს უკან.არ დაავაწყდეს მაგ ბანოვანს
და არ დააბრეხვოს ძირს.
გკოცნი და გეხვევი
პ.ს გიძღვნი ვერდის ოპერას 
Posted by Anonymous 0 კომენტარი
Labels: თავისუფლება, ინდირა, საგიჟეთი, სკოლა, სონია, წერილები
წერილი ნატას
ჩემო საყვარელო დაო ნატო ! ისევ მომნახა ამ ჩვეულმა მოწყინებამ.
ჯერ იმ ადამიანის სიცოცხლე რა არის ვინც ბედნიერია და მერე ჩემი....
მწყურია თავისუფლება , რომელიც ვგრძნობ რომ ახლოსაა , მაგრამ შორს.
თავს ჯანსაღად ვგრძნობ. 20 დღეში გამომწერენ ამ დაწესებულებიდან , რომელიც ჩვენნაირი ფსიქიურად დაავადებული თანამოძმეთათვისაა შექმნილი.
იცი ხანდახან ვფიქრობ რამდენად გამძლე ადამიანები ვყოფილვართ.
როგორია უყურო როცა შენს წინ ადამანს ელექტროსკამზე სვამენ სასიკვდილოდ ,
ან ქათამს ახრჩობენ სასტიკად..... თუმცა არაუშავს 20 დღეში გადავაბიჯებთ ჩვენ ამ
კლეტკებს და გადავეშვებით თავისუფლების მორევში
მოკითხვას გითვლიან შენი სონია და ინდირა
P.S სონიამ შენთან Diesel _ის ქუდი გამომატანა

Posted by მარი 0 კომენტარი
Labels: თავისუფლება, ინდირა, საგიჟეთი, სკოლა, სონია, წერილები



